|
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 10.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016109) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატება.
1. კერძოდ, დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები ,,საშტატო ნუსხა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;” 2.დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ვ" ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები ,,ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვის გეგმას, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;” 3.დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ პუნქტს დაემატოს ,,ე.ლ“ და ,,ე.მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,ე.ლ) გასცემს მშენებლობის ნებართვებს; ე.მ) გასცემს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვებს.” |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|