„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-30
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.140.016133
„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 27 ოქტომბერი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 05 სექტემბრის №29 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 11/09/2014,  ს/კოდი: 010260000.35.140.016116) და დანართის შესაბამისი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 

დებულების  პირველ  მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი:

  ,,6. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 3 ნოემბრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე

კრებსითი — სრული ვერსია