„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2705-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-31
სარეგისტრაციო კოდი
010120000.05.001.017518
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

  „ი)  დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი.“.

    2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

  „61. უცხოელზე, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს და ამ ნებართვის მოქმედების ვადას აგრძელებს სააგენტო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.“.

  3. 61-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

  „ბ1) უცხოელი, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდის განმავლობაში;“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ოქტომბერი 2014 წ.

N2705-Iს

კრებსითი — სრული ვერსია