პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2701-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-31
სარეგისტრაციო კოდი
100030010.05.001.017519
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:

  „მუხლი 451. ადმინისტრაციის მოვალეობა ოჯახში ძალადობისთვის  მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისას

  ადმინისტრაცია ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირისათვის შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა მისი გათავისუფლების შესახებ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით.“.

   2. 118-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

  „7. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამინისტროს ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.“.

   3. 125-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

  „7. სამინისტრომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთათვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზებისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მსჯავრდებულების მიერ შესაბამისი კურსის გავლის ვადების განსაზღვრა.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ოქტომბერი 2014 წ.

N2701-Iს

კრებსითი — სრული ვერსია