|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" დანართის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა გამგეობის (მდივნისა და მძღოლის გარდა) მოხელის თანამდებობის დასაკავებლად; |
| მუხლი 3 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეებზე: მდივანი და მძღოლი, არ ვრცელდება აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული, საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 4 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის საჯრო მოსამსახურეები შეირჩევიან „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ნოემბრის №15 დადგენილების შესაბამისად; |
| მუხლი 5 |
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება: |
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; |
ბ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; |
გ)
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
გ.ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
გ.ბ)
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” |
გ.გ)
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” |
გ.დ)
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; |
გ.ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III. IV, VI და VII თავი); |
2.
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსისა და გამგებლის მრჩევლის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
3.
გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
4.
მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
5.
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
6.
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, ან საშუალო განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |