1. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 21/07/2014სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016182) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-2 თავის მე-6 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.კ“ ქვეპუნქტი:
„ა.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის (კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების, პირუტყვის საკუთრებაში ფლობის), აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს (ცნობა ოჯახის სულადობის, ბავშვის მშობლებთან ერთად ცხოვრების, პიროვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის), თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“.
|