საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 13 აპრილის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქმი

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
32/33
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-29
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016289
საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 13 აპრილის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქმი
 
 
 

 

საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 13 აპრილის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქმი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, შემდგომში წოდებულნი „მხარეებად“,

 

ხელმძღვანელობენ რა საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების  სფეროში  თანამშრომლობის  შესახებ  2001 წლის 13 აპრილის შეთანხმებით (შემდგომში- შეთანხმება),

 

სურთ რა შეიტანონ ცვლილება შეთანხმებაში ორივე ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტიპენდიანტების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,

 

მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:


 მუხლი 1

 

შეთანხმების პროექტის 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მხარეები გაცვლიან სტიპენდიანტებს (მათ შორის, სტუდენტებს  (ბაკალავრებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს) და სტაჟიორებს). მეორე მხარის უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლე სტიპენდიანტთა საერთო რაოდენობა  არ უნდა აღემატებოდეს თითოეული მხრიდან 20 კაცს ყოველწლიურად.

 

მუხლი 2

 

აღნიშნული ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს შეთანხმების მოქმედების ამოწურვამდე.

 

 

 

შესრულებულია ქალაქ თბილისში, 2014 წლის 10 ოქტომბერს, ორ დედნად, ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

 

 

საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების სამინისტროს

სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

განათლების სამინისტროს

სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

 

 


 

 

კრებსითი — სრული ვერსია