ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №20 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-28
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.174.016032
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №20 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №20 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგალამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილების 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №20 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014, 190040000.35.174.016020) დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1

№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო (ლარში)

1

მერი (მთავარი საჯარო მოხელის თანამდებობა)

2750

2

მერის პირველი მოადგილე, ვიცე-მერი (მთავარი საჯარო მოხელის თანამდებობა)

2150

3

მერის მოადგილე (მთავარი საჯარო მოხელის თანამდებობა)

2050

4

მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (წამყვანი საჯარო მოხელის თანამდებობა)

1490

5

მერიის სტრუქტურული ერთეულის სამსახურის განყოფილების უფროსი(უფროსი საჯარო მოხელე)

1000

6

ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი (უფროსი საჯარო მოხელე)

800

7

მერიის სტრუქტურული ერთეულის სამსახურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (უფროსი საჯარო მოხელე)

700

8

მერიის სტრუქტურული ერთეულის სამსახურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო მოხელე)

650

9

მერიის სტრუქტურული ერთეულის სამსახურის განყოფილების  უფროსი სპეციალისტი  (უმცროსი საჯარო მოხელე)

600

10

მერიის სტრუქტურული ერთეულის სამსახურის განყოფილების  სპეციალისტი  (უმცროსი საჯარო მოხელე)

580

11

მერიის სტრუქტურული ერთეულის სამსახურის განყოფილების  დამხმარე მოსამსახურე - მძღოლი, მეხანძრე, მეელსმენე

430

 

 


კრებსითი — სრული ვერსია