ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №10 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.176.016047
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №10 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №10 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

ცვლილების შეტანის თაობაზე


   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:   

მუხლი 1.   შეტანილ იქნეს ცვლილება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №10 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“:  
   1.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5.  სამსახურის სტრუქტურა  და თანამდებობები :

ა)  სამსახურის უფროსი – წამყვანი საჯარო თანამდებობა;

ბ) მთავარი სპეციალისტი (სახანძრო დაცვის საკითხებში) – უფროსი საჯარო თანამდებობა;

გ) მთავარი სპეციალისტი (საქმის წარმოების საკითხებში) – უფროსი საჯარო თანამდებობა;

დ) მთავარი სპეციალისტები – უფროსი საჯარო თანამდებობა;

ე) სპეციალისტი (მეხანძრე-მაშველები) – უმცროსი საჯარო თანამდებობა;

ვ) სპეციალისტები – უმცროსი საჯარო თანამდებობა.

  სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებ­ლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. 


მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე

კრებსითი — სრული ვერსია