„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2570
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-31
სარეგისტრაციო კოდი
210.020.140.05.001.002.139
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ს) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაცია (ტექნიკური პასპორტის და სანომრე ნიშნის გაცემა) – 25 ლარი;

ტ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აღრიცხვიდან მოხსნა ან/და მათ ტექნიკურ დოკუმენტებში ცვლილების შეტანა – 3 ლარი;

უ) ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა – 5 ლარი.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2570-რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია