„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-24
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016261
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის № 37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №37 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 19.09.2014. 010250020.35.123.016247/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: დადგენილების №1 დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს მოეთხოვება:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი – უმაღლესი განათლება, მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა;

დ) სასურველი უნარ-ჩვევები:

დ.ა) კრეატიულობა;

დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

დ.გ) ორგანიზებულობა;

დ.დ) გუნდური მუშაობა;

დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა;

ე) სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული ან ფრანგული) ცოდნა.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განყოფილებების უფროსებსა (გარდა აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსისა) და თანაშემწეებს თანამდებობათა რანგების შესაბამისად მოეთხოვებათ:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი;

ბ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Microsoft Offce Excel, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა;

დ) სასურველი უნარ–ჩვევები:

დ.ა) კრეატიულობა;

დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

დ.გ) ორგანიზებულობა;

დ.დ) გუნდური მუშაობა;

დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა;

ე) სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული ან ფრანგული) ცოდნა.

3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განყოფილებების მთავარ სპეციალისტს (გარდა აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტისა) მოეთხოვება:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი;

ბ) კერძო ან საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Microsoft Offce Excel, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა;

დ) სასურველი უნარ–ჩვევები:

დ.ა) კრეატიულობა;

დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

დ.გ) ორგანიზებულობა;

დ.დ) გუნდური მუშაობა;

დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა.

4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსს მოეთხოვება:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი სამართლის მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Microsoft Offce Excel, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა;

დ) სასურველი უნარ-ჩვევები:

დ.ა) კრეატიულობა;

დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

დ.გ) ორგანიზებულობა;

დ.დ) გუნდური მუშაობა;

დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა;

ე) სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული ან ფრანგული) ცოდნა.

5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების  მთავარ სპეციალისტს მოეთხოვება:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი სამართლის მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Microsoft Offce Excel, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა.

დ) სასურველი უნარ-ჩვევები:

დ.ა) კრეატიულობა;

დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

დ.გ) ორგანიზებულობა;

დ.დ) გუნდური მუშაობა;

დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 22 ოქტომბრიდან.

თავმჯდომარის მოადგილებექა ყანჩელი

კრებსითი — სრული ვერსია