|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის სამუშაო გამოცდილება; ბ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ.ე) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია. |
| მუხლი 2 |
საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო სპეციალური განათლება (ტექნიკუმი ან კოლეჯი).
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N7 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. |
| მუხლი 3 |
დადგინდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის გამსვლელი ზღვარი სწორი პასუხების 50%. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №27 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|