საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2566
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-18
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.002.135
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) 1441 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1441. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით  სარგებლობა

1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2566–რს

კრებსითი — სრული ვერსია