„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 3 სექტემბრის N41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-27
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.154.016191
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 3 სექტემბრის N41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2014 წლის 20 ოქტომბერი

დ. თიანეთი

 

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 3 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 3 სექტემბრის №41 დადგენილებაში (ს.ს.მ 210.020.010.35.154.000.658), კერძოდ:
1. პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11,12 და 13 პუნქტები:

„11. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წლობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლების მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან.

12. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით 11 პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტზე.

13. 11 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.".

2. პირველი მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:

„ბ. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ოთხი სულით.“.

3.  პირველი მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური

კრებსითი — სრული ვერსია