ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.134.016151
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 13.03.2015, №6)

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №32

2014 წლის 21 ოქტომბერი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,დ.ე" ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანემდებობრივი სარგოები თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №1 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ 22.01.08; №7; რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში: 21.01.08. სარეგისტრაციო კოდი №270.190.000.35.134.001.582. )
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედეს  2014 წლის 24 ოქტომბრიდან.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე



დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

გამგებელი-მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

2650

გამგებლის პირველი მოადგილე-მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

1300

გამგებლის მოადგილე - მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

1300

სამსახურის უფროსი - წამყვანი საჯარო თანამდებობა

1000

გამგებგლის წარმომადგენელი - უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

810

განყოფილების უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

810

გამგებლის თანაშემწე - უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

790

ცვლის უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

790

მთავარი სპეციალისტი - უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

560

წამყვანი სპეციალისტი - უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

530

მეხანძრე, მეხანძრე მძღოლი - უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

530

მძღოლი - დამხმარე მოსამსახურე

500

 


კრებსითი — სრული ვერსია