„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
593
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-21
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.018213
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 593

2014 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის:

1.  „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სპეციალური ოპერატიულ-ტექნიკური და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელების გზით, ოპერატიული და საგამოძიებო დანაყოფების საქმიანობის უზრუნველყოფა, სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;“.

2. „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული აქტიური ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია