„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 18/04/2013, 010220020.10.003.017247) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია უფლებამოსილია, დადგენილების ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები:
ა) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრომლემათა გამომწვევი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შესახებ;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, (შეთანხმებების) შესაბამისად წარმოებული შესყიდვების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გახანგრძლივების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია-საურავების დარიცხვის ან ამოღების ღონისძიებათა შეჩერების, მათი განაკვეთის შემცირების ან გადახდის გადავადების თაობაზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის, მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ახალი ვადის დაწესების, ხელშეკრულებაში და/ან საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის, არსებულ მიმწოდებელთან შეთანხმებით მისი სხვა მიმწოდებლით ჩანაცვლების, აგრეთვე, დამტკიცებული პროექტით და/ან შესაბამისი ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი, მაგრამ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოების (საქონლის, მომსახურების) ღირებულების ანაზღაურების მიზანშეწონილობის თაობაზე.“.
|