,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 31 მარტის №17 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ ვებგვერდი, 040030000.22.026.016239, 03/04/2014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
,,8. რექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, აკადემიისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.‘‘.
|