საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1847
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელების სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი