საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1845
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017839
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1845

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ სეისმური და სხვადასხვა გეოფიზიკური პროცესების მონიტორინგის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს 5 ფართოსპექტრიანი სენსორის აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარი ანგარიშსწორებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                       ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია