საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1833
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017827
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1833

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აფეთქებული საბრძოლო მასალების სკრის საცავისა და მიმდებარე ტერიტორიის გაუვნებელყოფის პირველი ეტაპის“ შესასრულებლად საჭირო საქონელისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამავე პროექტისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია