„ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება ნომერი ოთხის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ.კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1825
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017819
„ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება ნომერი ოთხის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ.კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1825

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 „ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება ნომერი ოთხის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად  გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 30 სექტემბერს ხელმოწერილი „ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება ნომერი ოთხი.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ცვლილებაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია