საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1823
2014 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის № 154 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის № 154 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი