|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართის შესაბამისად.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.12.2014წ. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 დეკემბრის №22 დადგენილება (სსმ 13.12.2013 წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016136) ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
| მუხლი 1 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოხელეთა მიერ თანამდებობის დასაკავებლად.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.12.2014წ. |
| მუხლი 2 |
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას. |
| მუხლი 3 |
მუნიციპალიტეტის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.12.2014წ. |
| მუხლი 4 |
მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
1. პროფესიული ცოდნის მოთხოვნები. 2. პროფესიული უნარების მოთხოვნებ. |
| მუხლი 5 |
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში სავალდებულოა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოებში თანამდებობის დასაკავებლად (სპეციალობიდან გამომდინარე მოთხოვნები) და ყაზბეგის მოხელისათვის თანამდებობის დასაკავებლად, ასევე სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.12.2014წ. |
| მუხლი 6 |
თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა: სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება , საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც;
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.12.2014წ. |
| მუხლი 7 |
სტრუქტურული ერთეულის განყოფილების, მთავარი, უფროსი, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება, მუშაობის საერთო სტაჟი 2 წელი მაინც. სხვა დანარჩენი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - საშუალო სპეციალური განათლება მაინც.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.12.2014წ. |
| მუხლი 8 |
პროფესიული ცოდნის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიანობის სფეროს მიხედვით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნას. |