„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
429
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-17
სარეგისტრაციო კოდი
010110000.08.002.016961
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №429

2014 წლის 17 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge., 10/06/2014, 010110000.08.002.016938) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია