„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21) სახელმწიფო-საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული პირები შესაძლებელია გათავისუფლდნენ ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.“.
|