შეტანილ იქნეს ცვლილება „მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №48 დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
1. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებადართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებებისაგან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე.
3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.“.
|