შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში (სსმ, 010250000.35.153.016207), კერძოდ:
-
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის ,,ბ“ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ. სამდივნო განყოფილება“.
-
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. სამდივნო განყოფილება“.
-
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სამდივნო განყოფილება აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას.“
|