„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2544
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-04
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.124
„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 04.03.2004, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება;“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაატაროს ფინანსური ექსპერტიზა;“.

მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ეთხოვოს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2544-რს

კრებსითი — სრული ვერსია