შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №29 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 27/08/2014; სარეგ. კოდი 010250000.35.127.016129) დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
|