,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №30 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.127.016144
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №30 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2014 წლის 9 ოქტომბერი

ქ. ზესტაფონი

 

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს N30 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №30 დადგენილების  №1 (სსმ  ვებგვერდი, 27/08/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.127.016130) დანართში:
  1.  დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,, 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ ტექსტში - ადმინისტრაციული სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტალურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციას;

2)  დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა). გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის ერთიანი საქმისწარმოების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამართლებრივ, საკადრო საკითხთა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება.“

3)  ამოღებული იქნეს დებულების მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი.

4) მე-5-ე მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

,,4. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან გამგებლის შესაბამისი ბრძანებით უფლებამოსილი საჯარო მოხელე.“.

5) ამოღებული იქნეს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ე“ და ,,ბ.ზ“ ქვეპუნქტები.

6) ამოღებული იქნეს დებულების მე-10 მუხლი. 

7)  ამოღებული იქნეს  მე-14-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე

კრებსითი — სრული ვერსია