საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №491
1997 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
თ. არჩვაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.