„სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-15
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.166.016176
„სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2014 წლის 7 ოქტომბერი

ქ. გურჯაანი

 

„სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის  5 იანვრის  №2  დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, სარეგისტრაციო კოდი:210020010.35.166.016047. 12.01.2012წ.)  შეტანილ იქნეს  ცვლილება  და დადგენილების მე-2  მუხლს დაემატოს ,,ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით:

 

  ,,ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე-კვარტალში 3000 ლარის ოდენობით.

 შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს,  იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია