|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ამბროლაურის მინუციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ (დანართი 1).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
|
მუხლი 1.
პროგრამის სფერო და მიზანი |
1.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების ოდენობასა და გაცემის წესს. |
2.
პროგრამის მიზანია საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისა და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსება, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: |
ა)
სამედიცინო მომსახურება - დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა; |
ბ)
ბენეფიციარი - დახმარების მიმღები; |
მუხლი 3.
სამედიცინო მომსახურების სახეები |
მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: |
ა)
მწვავე გადაუდებელი (ოპერაცია, ინტენსიური თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა); |
ბ)
ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა); |
გ)
დიალიზი; |
დ)
კორონაროგრაფია. |
მუხლი 4.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება |
1.
სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისა და სხვა სახის დაზღვევის პროგრამებით მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან - წლიური ლიმიტი არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა დიალიზისა). |
2.
სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არაუმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია.
|
მუხლი 5.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და წარმოსადგენი დოკუმენტაცია |
1.
მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მესამე მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს: |
ა)
განცხადება მერის სახელზე; |
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გ)
სადაზღვევო დოკუმენტი თანადაფინანსების თაობაზე; |
დ)
შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შემდეგი დოკუმენტები: |
დ.ა)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100); |
დ.ბ)
ანგარიშ-ფაქტურა; |
2.
მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს ,,მწვავე გადაუდებელი“.
|
მუხლი 6.
დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება |
1.
პროგრამის მოსარგებლეა პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. |
2.
მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. |
3.
დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: |
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; |
ბ)
ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100); |
დ)
საბანკო ანგარიში; |
მუხლი 7.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა |
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 8.
პროგრამის ადმინისტრირება |
1.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. |
2.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
3.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მერის მიერ გამოცემული ბრძანებით. |
4.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია.
|