„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016227
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №46

2014 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4-ე პუნქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N1 დადგენილებაში.

 

1. რეგლამენტის 28-ე  მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. კომისიის სხდომა

3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის 26-ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით კომისიის წევრი. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად“.

 

2. რეგლამენტის 47-ე  მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა

1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი

კრებსითი — სრული ვერსია