სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1819
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017813
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1819

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე

1. 201 4 წელს მომხდარი სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , ადგილობრივ თვითმმართველერთეულებსგამოუყოს 290 644 (ორას ოთხმოცდაათი ათას ექვსას ორმოცდაოთხი)ლარი, მათ შორის:

ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 222 644 (ორას ოცდაორი ათას ექვსას ორმოცდაოთხი) ლარი;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 68 000 (სამოცდარვა ათასი)ლარი .

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების (მათ შორის , სახიდე გადასასვლელების), ხიდ -ბოგირების, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების, საცხოვრებელი სახლების სახურავების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

3. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციოღონისძიებებთანდაკავშირებული სახელმწიფოშესყიდვები ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                          ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია