საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1818
2014 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ5-ზე(სოფელი შემოქმედი) სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების, მათ შორის, საავტომობილო გზის აღდგენისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოსფინანსთასამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლისსახელმწიფობიუჯეტისშესახებ“ საქართველოსკანონითგათვალისწინებულისაქართველოსრეგიონებშიგანსახორციელებელიპროექტებისფონდიდან, საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროსგამოუყოს 6000 000 (ექვსი მილიონი ) ლარი, საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს მართვაში არსებული შპს „ სახელმწიფოსამშენებლოკომპანიის“ კაპიტალისგაზრდისმიზნით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ სახელმწიფოსამშენებლოკომპანიამ “ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. შპს „ სახელმწიფოსამშენებლოკომპანიამ “ ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, განხორციელდეს:
ა) საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გადაცემა;
ბ) ნაპირდაცვითი სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.
5. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „ სახელმწიფოსამშენებლოკომპანიის“ კაპიტალში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. შპს „ სახელმწიფოსამშენებლოკომპანიამ “ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
7. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 24 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი