საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1800
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017794
საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1800

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1.  საჩხერის  მუნიციპალიტეტში,  1013 საცხოვრებელი სახლის შიდა გაზმომარაგების სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში  განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საჩხერის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 323 671 (სამას ოცდასამი ათას ექვსას სამოცდათერთმეტი) ლარი. 

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით  გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , საჩხერის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                              ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია