მექანიზაციის სერვის-ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1786
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017780
მექანიზაციის სერვის-ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1786

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

   მექანიზაციის  სერვისცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით  გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №22 განკარგულების საფუძველზე, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის გადარიცხული თანხიდან 1 328 000 (ერთი მილიონ სამას ოცდარვა ათასი) ლარი მიიმართოს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული შპს „მექანიზატორის“ სერვისცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი                                   ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია