„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგნილებით დამტკიცებულ გამგეობის დებულებაში (გამოქვეყნების წყარო: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, სარეგისტრაციო კოდი: 010260020 .35.166.016155. 25.07.2014წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი. წარმომადგენლის ბეჭედი დაისმება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობებზე წარმომადგენლის ხელმოწერასთან ისე, რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც. საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.“.
|