საცალო მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ტარიფის ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს სახელმწიფომ უზრუნველყო გარკვეული რაოდენობის შედარებით იაფი ბუნებრივი გაზის თბოელექტროსადგურებისთვის გამოყოფა, რაც განაპირობებს ამ ტიპის სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საშუალო ვადიან პერსპექტივაში ოპტიმალური ფასის შენარჩუნებას. აღნიშნულის განხორციელების მიზნით, სახელმწიფოსა და შესაბამის გაზის მიმწოდებელ კერძო კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ქვეყანაში მოქმედ თბოელექტროსადგურებთან გაფორმდა ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ამ თბოელექტროსადგურებს დაუდგინა გამომუშავებული ელექტროენერგიის მაქსიმალურად ოპტიმალური ფასი.
შესაბამისად, აღნიშნული ბუნებრივი გაზით გამომუშავებული ელექტროენერგია, ლოგიკურია, რომ უნდა მიეწოდოს მხოლოდ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მოსახლეობაზე (მათ შორის სოციალურად დაუცველებზე) ელექტროენერგიის ერთადერთ მიმწოდებლებს. სხვა მყიდველებზე ამ ელექტროენერგიის მიყიდვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატების მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოხმარებისთვის. აქვე აღსანიშნია, რომ თბოელექტროსადგურების არსებული ტარიფები საგრძნობლად მცირეა ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებთან შედარებით. ვინაიდან თბოელექტროსადგურის მფლობელ პირებს არ აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული ხსენებული ელექტროენერგიის მიწოდების პრინციპები, მათთვის მიწოდებული იაფი ბუნებრივი გაზით გამომუშავებული ელექტროენერგია ან არ მიეწოდება განაწილების ლიცენზიატებს ისეთი პროპორციით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფში წარმოების კომპონენტის არსებულ დონეზე შენარჩუნების ან მიეწოდება ელექტროენერგიის სხვა მყიდველებს.
ამდენად, მიმდინარე გამოწვევას ამ საკითხში წარმოადგენს ისეთი ქმედითი მექანიზმის შექმნა, რომელიც, ერთის მხრივ, მიზნობრივად გაანაწილებს იაფი ბუნებრივი გაზით გამომუშავებულ ელექტროენერგიას და, მეორეს მხრივ, არ მოახდენს უხეშ ჩარევას კერძო (არასახელმწიფო) ინვესტიციით შექმნილი კომპანიების კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.
აქედან გამომდინარე, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|