|
წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული „კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 15 ივლისის საქართველოს მთავრობის №449 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი |
წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
|
მუხლი 1.
წესის რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) წალკის მუნიციპალიტეტი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ბ) პრემია – წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. გ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. დ) ზემდგომი თანამდებობის პირი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი. |
მუხლი 3.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები |
|
მუხლი 4.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
|
მუხლი 5.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა |
|