|
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,17.09.2014; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.126.016106) და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 11;
„მუხლი 11. ეს დადგენილება გავრცელდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|