|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში. |
| მუხლი 2 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი, რომელიც ინახება წარმომადგენელთან. ბეჭედი გამოიყენება მხოლოდ ამ დებულების მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|