|
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №18 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების მეორე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის №32 დადგენილება“.
2. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის ,,ფ’’ ქვეპუნქტი შეიცვაალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) მოქმედი კანონმდებლობით და გამგეობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.
3. დადგენილების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ1) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა დამუშავებას და წინადადების შემუშავებას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|