|
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №34 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/08/2014; 010250050.35.149.016202) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|