საქართველოს კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 35) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2487 – რს