საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2671-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-10-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-06
სარეგისტრაციო კოდი
080000000.05.001.017512
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 133. უკანონო აბორტი

1. უკანონო აბორტი, −

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ოქტომბერი 2014 წ.

N2671-Iს

კრებსითი — სრული ვერსია