საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1725
2014 წლის 1 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 32 პუნქტის საფუძველზე, შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიას“ (ს/კ 404389666) დამფუძნებლებს/პარტნიორებს მიეცეთ თანხმობა მასზედ, რომ წილის 50% გაასხვისონ ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებულ შპს „Food Ventures Georgia B.V“-ზე (რეგისტრაციის № 60246472).
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი