საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2485
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-04
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.05.001.002.103
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამარ­თლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომა­რე – 4 100 ლარი;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოად­გილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივა­ნი – 3 300 ლარი;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 3 000 ლარი.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარ­გულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობა­ზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 18).

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2485–რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია- საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5207-სსმI,№28,18.07.2007წ.,მუხ.292

კრებსითი — სრული ვერსია